ჩვენ შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სამუშაოები მოიცავს გასაშლელ-დასაკეცი, ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიის და კონკრეტული, კოსმოსური და მიწისზედა სისტემების კვლევას და შექმნას, რომელთა საფუძველზე კომპანიების – „Комета“, „Energia“, “Daimler Benz Aerospace”, “GPI”, “Alenia Spazio”, “EOS Data Analytics” და ევროპული კოსმოსური სააგენტოს – European Space Agency „esa“-ს კონტრაქტებით შეიქმნა კოსმოსური დიდგაბარიტიანი გასაშლელი კონსტრუქციები გაბარიტით 3, 12, 15, 20 და 30 მეტრი. მათგან სამი კონსტრუქცია გავიდა კოსმოსურ ორბიტაზე, რომელთა შორისაა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. ყველა კონსტრუქციაზე გაცემულია პატენტები, მათ შორის, ორი ამერიკული პატენტი და ორი ევროპული პატენტი.